суббота, 14 марта 2015 г.

დღე 3

დღევანდელი ტრენინგის მიზანი იყო გავცნობოდით  პროექტის გეგმის მიზნების ჩამოყალიბებას,ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტიდან გამომდინარე , რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21 ე საუკინის სააზროვნო უნარების განვითარებას.
 გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის ახლებურ ვერსიას.
 გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომელიც თავის მხრივ ხელშ შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
ზოგადად, დღევანდელი დღის შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგანაც სამომავლოდ დამეხმარება პროექტის გეგმის შედგენისას, სწორად განვსაზღვრო მიზნები , ამოცანები, რომელიც თავის მხრივ მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვნად დამეხმარება.
მადლობა ტრენერსა და ტრენინგის მონაწილეებს პოზიტიური გარემოს შექმნისათვის!

1 комментарий:

  1. სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ტრენინგის გავლა.თქვენი სრულყოფილი რეფლექსიები გამომადგება,რომ გავიხსენო, თუ რა ვისწავლე ტრენინგზე და დამეხმარება სრულფასოვანი პროექტების შექმნაში.

    ОтветитьУдалить